კატეგორიები
ტოპ ავტორები







რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია ?
სულ უპასუხა: 61
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Верний баннер
დამატებულია: 2012 » მარტი » 22
კატეგორია:
0.0
images
დამიწერია მრავალი ლექსი მრავალ თემაზე,
მითქვამს პირდაპირ მე ის სათქმელი, რაც მომდგომია ენაზე,
დამიწერია ლექსი ძმობაზე, დამიწერია დიდ სიყვარულზე,
დამიწერია მე ჩემს ტკივილზე, დამიწერია ჩემს სინანულზე,
დამიწერია ლექსი წვიმაზე, საქართველოზეც დამიწერია,
დავმჯდარვარ ჩუმად ჩემთვის ოთახში, ჩემი გრძნობებიც ამიღწერია,
დამიწერია ბევრ სიწმინდეზე, ამაზე კარგი რა არი ნეტა?!
მაგრამ მთავარი სიწმინდე გამომრჩა, რომელიც არის მშობელი დედა,
რომელმაც ცხრა თვე მუცლით მატარა, რომლისთვისაც ვარ მუდამ პატარა,
დედა, რომელმაც შვილის აკვანთან არაერთი ღამე თეთრად გაატარა,
დედა, რომელიც მისთვის იკლებდა და ამ მოკლებულს ის მე მაწვდიდა,
დედა, რომელიც ქოლგას მაძლევდა, როცა მათოვდა, როცა მაწვიმდა,
დედა ენა ან გინდ დედამიწა ან თუგინდ ჩვენი დედა ქართლისა,
რამდენი რამე დედით იწყება, ის ჩემთვის არის გზა სიმართლისა,
სადაც არ ვიყო, ლხინში თუ ჭირში, სიბრძნე მე კიდევ მომემატება,
მაგრამ რა ბრძენიც არ უნდა გავხდე, დედა ყოველთვის მომენატრება,
მიყვარს სამშობლო, მიყვარს ქართველი, დედამ მასწავლა ეს სიყვარული,
ლექსის წერისას რაღაც საოცრად, გულს ეუფლება კვლავ სიხარული,
მაშ დაილოცოს მშობელი დედა და დაილოცოს ენა ქართული,
დამსახურება არის დედისა, ქართველთან რომ ვარ წელგამართული,
მე ვაჟ-კაცი ვარ, პატრიოტი ვარ, ჩემნაირებით მტერი გამწარდა,
და ამ ვაჟ-კაცად და პატრიოტად არ დაგავიწყდეთ, დედამ გამზარდა!



                                                                                                 


   

ძვირფასო მომხმარებელო გთოხვთ გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია და თუ დარეგისტრირებული ხართ მაშინ გაიარეთ ავტორიზაცია
უკან
  • კომენტარები: 0 |
  • დამატებულია: 674 |
  • ავტორი: Yifo |

დაამატე კომენტარი: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
Нижний баннер