კატეგორიები
ტოპ ავტორები







რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია ?
სულ უპასუხა: 61
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Верний баннер
დამატებულია: 2012 » მარტი » 20
კატეგორია:
0.0
images

ო, სიყვარული რარიგ ნაზია
სიცოცხლის ბოლოს, სიბერის ზღურბლზე,
გამოსათხოვარ შუქით ანთია
დაისის მზე და აწითლებს ღრუბლებს.

ცა ჩამობნელდა. შორს, დასავლეთით
ძლივსშესამჩნევი სინათლე როკავს.
ნუ მიმატოვებ, მშვენიერებავ,
შემოღამებავ, მაცალე ცოტა.

აღარ ჩქეფს სისხლი. გულს ავსებს ნდობა,
სევდა - უსიტყვო და უსახელო...
ნეტარებაც ხარ, უიმედობაც,
შენ, სიყვარულო უკანასკნელო!

• • •
თედორე ტიუტჩევი

თარგმანი რუსულიდან - ლელა მეტრეველი
-


ვიცი, რომ დღესაც მარტო არა ვარ –
შენი კეთილი თვალი დამყურებს.
ივსება შენი სუნთქვით კარავი
და აკანკალებს ქარი საყურეს.

გცივა? -
ჩემ მხარეს ადრე მოადგა
ცივი წვიმების მძიმე კოჰორტა.
ვეღარ ვიხსენებ ან რა დროა და
ან ყვავილები ვისთვის მიმქონდა.

შენთვის?
მაგრამ შენ მხოლოდ ფიქრი ხარ,
ფიქრის თმები გაქვს, ფიქრის თვალები.
და სიყვარულიც ისევ გვიხმება,
რომელიც დიდხანს ვზარდეთ წვალებით.

ნოემბერი კი უფრო აურევს,
დამძიმებული ღრუბლის ტრაურით
მოიხსნი ბეჭდებს, ყვირფას საყურეს
და ხელუკუღმა ქარს გადაუყრი.

• • •
ვანო ჩხიკვაძე
-

სადა ხარ, როცა ასე მჭირდები,
როცა უძილო ღამის კოცონზე
ვიწვი -
ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები,
გავარვარებულ სულს მიკორტნიან -
როცა გამდნარი ღამის ზვირთები
მახრჩობენ,
როცა ღმერთიც შორია...
მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა,
ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!.

-

კრიალოსანზე ჩამოიმარცვლა...
პეშვებით ნაგროვებ ხსოვნის ნამცეცებს დროდადრო ამზეურებს ფიქრი...
არ მახსოვს როდის გაჩნდა ტკივილი, აღარც ის მახსოვს როდის გადნა სულში ყინული და მერე ცრემლად ჩამოიღვენთა...
ისევ იმ სარკმელს გავყურებ დღესაც, რომელიც ახლა აღარ არსებობს, უფრო სწორედ, მარტოობით ამოქოლეს და დაავიწყდათ, როდის ენთო აქ სინათლე უკანასკნელად...
მომაბეზრა თავი ტკივილმა...
საიდან გაჩნდა ფიქრი იმაზე, ვინც დღეს ასე დაიგვიანა?...
ანდა როდის მოვიდა ჩემთან მარტოობით სულდაკაწრული, როგორ დამაყრდნო თავი მხარზე და დაღლილი ფიქრი ჩამოასვენა...
მერე...
მერე თანაბრად ვიყოფდით სევდას...
შემდეგ ზღაპარი გამოვიგონე და დავიჯერე, რომ არსებობს ბედნიერება და მომავლის დღესასწაული!..
სულის სიმაღლე გამოვიგონე, სრულყოფილება ვაქანდაკე არაფრისაგან. მერე კი, როცა სული ჩავუდგი, მივხვდი, თუ როგორ დავშორდი საწყისს...
ვერ შევეგუე ხორცადქცეული ღმერთის ხილვას და შემეშინდა სიცარიელის...
ძალიან დიდხანს ვუბერე სული ჩაღვენთილ კოცონს და როცა უკან მოვიხედე, სიმარტოვე დარაჯობდა ჩემი სულის ჩარაზულ კარებს ...
ახლა მარტო ვარ...
დარდი მივსებს ცარიელ დღეებს...
ხანდახახან ხსოვნა ამტკივდება და ვაგროვებ გაფანტულ ფიქრებს...
კრიალოსანზე ჩამოვმარცვლე ჩემი წარსული...
აქ, ამ ქუჩაზე, აღარ მოვა სხვა გაზაფხული...
და ის სარკმელი, რომელშიც არავინ იყურება, კვლავაც დაგმანულია ტკივილის ფარდით...

----


უკვე ბოლო დღე გათენდა,
ცრემლი ხშირ-ხშირად დაგჩემდა,
ვეცდები აღარ ვიფრინო,
ოღონდ შენ აღარ იტირო.

წარსული რატომ გააგდე,
ყინვაში რატომ დააგდე,
ვიცი რომ ბევრჯერ გატკინე,
ისე რომ გულსაც არ ვკითხე.

ფიქრობდი - აღარ მიყვარდი,
შენ მაინც ჩემთან იყავი.
პატიებაც კი არ გთხოვე,
როცა მოვედი და გაკოცე.

იცი? არ გეტყვი, რომ ვნანობ,
და შენზე ღამით სულ ვდარდობ,
არ გავიმართლებ შენთან თავს,
აღარ გაჩუქებ იას და ვარდს.

არაფერს გეტყვი - კარგი ხარ,
არ მენატრები, მაკლიხარ,
ალბათ კითხულობ, არ ვიცი,
იქნებ ბევრ რამეს განიცდი.

იმდენად შორს ხარ აქედან,
შენ რომ არსებობ არ მჯერა,
ჩემი წასვლის დროც მოვიდა,
მე რომ მინდა თან არ მინდა.

ვეღარ გავიგე რა მინდა,
შენთან მინდა, თუ არ მინდა.
სანამ გაკოცებ შუბლზე,
მგონი მოვასწრებ უცებ.

ვიცი მოელი რაღაცას.
ნუ გეშინია, მე არ ვაპირებ წასვლას...



                                                                                                 


   

ძვირფასო მომხმარებელო გთოხვთ გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია და თუ დარეგისტრირებული ხართ მაშინ გაიარეთ ავტორიზაცია
უკან
  • კომენტარები: 0 |
  • დამატებულია: 938 |
  • ავტორი: bregva |

დაამატე კომენტარი: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
Нижний баннер