კატეგორიები
ტოპ ავტორები







რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
რეკლამის ადგილი
გამოკითხვა
რომელი საიტი ჯობია ?
სულ უპასუხა: 61
სტატისტიკა
www.wsa.ge
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Верний баннер
დამატებულია: 2012 » მარტი » 20
კატეგორია:
0.0
images

როცა უშენოდ ვრჩები,
და გული კენტად მრჩება, -
მესირცხვილება ჩემი
ყოველი გაღიმება.

ასე მგონია, კარგო,
მაშინ გღალატობ შენა,
როცა დარჩენილს მარტო
დამეუფლება ლხენა.

როცა მოსწრებულ ნათქვამს
უშენოდ ვინმე მიქებს,
არ მიხარია, რადგან
არ მეგულები იქვე.

ავტო მიმაფრენს გზაზე,
თუ შინ ვბრუნდები გვიან, -
ჩუმი ნაღველი მავსებს,
უშენობა რომ ჰქვია.

არ ძალუძს არცერთ საგანს
გულს დაამჩნიოს კვალი,
ნახვის სურვილსაც კარგავს
ჩემი უძღები თვალი...

როცა უშენოდ ვრჩები
და გული კენტად მრჩება,-
მესირცხვილება ჩემი
ყოველი გაღიმება.

• • •
მიხეილ ქვლივიძე
• • •
---------------
ცრემლის გუბეები გაჩრილა მზერაში
მანდილის მაგივრად თავზე მზე მაბურავს,
შენი თვალებით შევსებულ ზედაშეს
დავლევ,
ჯანდაბას, წამიღოს ბახუსმა.

ჰაერის წიაღში სურნელთა კდემაა,
მზის სხივი გიჟმაჟად ბანაობს ჩემს თმაში,
წუთის ეს წამიც უვნებოდ კვდება და
რითმა გაჟონავს საცაა ჩვევაში.

მზერაში გაჩრილი ცრემლების მდინარე
მეწამულ ფერებით დაისმა იავდრა,
ბორგავენ რითმები სულში მდინარე,
ცხოვრების დრამა დასასრულს მიადგა.

• • •
მაია გონჯილაშვილი
• • •

---------------

• • •
შენ
• • •

შენ შემამშრალე ნაწვიმი სევდა
და წიწვებგაშლილ ნაძვს დამამსგავსე
რა გვიანია ახლა სიმშვიდე,
ხელახლა ვიშვი შენი შინიდან.
შენ დამიგუბე სხეულში ზმნები,
რომლებიც ახლა უჩემოდ ქმნიან
(ვერაფერს ამჩნევს გარშემო ხალხი).
შენ აიკარი გუდა-ნაბადი
და დაიარე ჩემი სხეული,
ჩემი ძარღვები, არტერიები, გამხდარი ძვლები. . .
როგორც სამყაროს, შემომიარე.
მე - გამიათკეცდა ფიქრების წყება,
მთელს ჩემს ყავისფერ მყუდროებას მოეღო ბოლო.
და გაცილებით ცხელი ვარ ახლა,
ვიდრე ათასი დამსკდარი მზე.

• • •
თამარ გეგეშიძე
• • •

---------------

მე აღარ მახსოვს, რაზე ვფიქრობდი,
რას ვაპირებდი, სანამ გნახავდი.
მე მქონდა გზები და დრო მიჰქროდა,
სანამ გნახავდი, სანამ გნახავდი.

და სანამ ასე ვცხოვრობდი ჩემთვის,
სანამ ვარკვევდი, რა უნდა მეთქვა,
მე უცებ გავხდი ვიღაცის ღმერთი,
ვიღაცის სუნთქვა და გულის ფეთქვა

• • •
ოთარ ჭილაძე
• • •

---------------

მიწას მიაბარეს, თითქოს ჩემი სული...
მახსოვს...
შემოდგომა ფიქრებს მიფანტავდა...
ზეცა ჩემთან იყო, ფეხად ჩამოსული...
და შენს, გაღიმებულ თვალებს მიხატავდა...

ისევ დაუბერა ქარმა გამეტებით...
მახსოვს...
აშრიალდა ვარდი სამარეზე...
ისე შემიყვარდი, ვეღარ მემეტები...
ვწევარ სამარეში, ვფიქრობ არაფერზე...

ზეცა შემოვიცვი ტანზე ნაჩქარევად...
ისევ შემაცია,
ცივმა შემოდგომამ...
ღრუბელს დავუქნიე ხელი აჩქარებით...
ახლა, შემოდგომის წვიმა მელოდება...

ხედავ?
უჩემობამ თავგზა აგირია...
ცივი ოქტომბერი მიჰქრის მოგონებად...
შენი სიყვარული ჩემი ნაპირია...
ხედავ? აღარ ვარ და ისევ მაგონდება...

მიწას მიაბარეს, თითქოს ჩემი სული...
ახლა,
მენატრება ჩვენი შეხვედრები...
ახლა ყველა დილა, არის ჯადოსნული....
მარტო ნუ დამტოვებ, ისევ გევედრები...

გული,
სამარეში ფეთქავს გამეტებით...
აი, ვემზადები მზესთან საგუნდაოდ...
მე, ამ სამყაროდან, ვერსად გავეტევი...
მე, ამ სამყაროში, ვრჩები სამუდამოდ...

• • •
ზვიად კეჭაყმაძე



                                                                                                 


   

ძვირფასო მომხმარებელო გთოხვთ გაიაროთ საიტზე რეგისტრაცია და თუ დარეგისტრირებული ხართ მაშინ გაიარეთ ავტორიზაცია
უკან
  • კომენტარები: 0 |
  • დამატებულია: 898 |
  • ავტორი: bregva |

დაამატე კომენტარი: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:
Нижний баннер